logo
ENG



უკრაინა ფეხბურთის ნაკრების მაისურიდან სლოგანის "დიდება გმირებს" ამოღებას არ აპირებს

11 ივნ 202118:13
3 წუთის საკითხავი
 
2021/06/11/5a9eted2qq9do9t.jpg

უკრაინის საფეხბურთო ნაკრების პრესატაშეს ალექსანდრ გლივინსკის განცხადებით, უკრაინის ნაკრები მაისურიდან სლოგანის "დიდება გმირებს" ამოღებას არ აპირებს. ინფორმაციას Unian ავრცელებს. 

როგორც გლივინსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნაკრები უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის მიერ დამტკიცებული ლოზუნგით ითამაშებს.  

"ეს ფორმა UEFA-მ დაამტკიცა და ახლა ასოციაციის პრეზიდენტი იმყოფება რომში და ამასთან დაკავშირებით UEFA-ს წარმომადგენლებს ესაუბრება. და, დიახ, ჩვენ ამ ფორმით ვაპირებთ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს", - ამბობს გლივინსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის უკრაინამ ეროვნული ნაკრების ახალი ფორმა წარადგინა, რომელზეც ქვეყნის კონტურებია დატანილი. ასევე, ფორმაზე არის წარწერები "დიდება უკრაინას" და "დიდება გმირებს".

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ნაკრების ამ ახალმა ფორმამ კრემლის გაღიზიანება გამოიწვია, რადგან რუკის კონტურებში ანექსირებული ყირიმიც არის მოქცეული. დუმის დეპუტატებმა UEFA-სგან ფორმის აკრძალვაც მოითხოვეს. ყოფილმა მოკრივემ ნიკოლაია ვალუევმა განაცხადა, რომ "ეს უკრაინის მხრიდან სპორტის პოლიტიზირების მცდელობაა". 

ოფიციალური მოსკოვის ჩივილის შემდეგ UEFA-მ უკრაინას მიუთითა, რომ ფორმა შეცვალონ. UEFA-ს გადაწყვეტილებით, უკრაინის ნაკრების მაისურზე რუკის კონტურები დარჩება, მაგრამ ფრაზა "დიდება გმირებს" უნდა წაიშალოს. რაც შეეხება ფრაზას "დიდება უკრაინას" ის შეიძლება დარჩეს. 

რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. 

ევროპის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ის 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე პერიოდში გაიმართება. თამაშები 11 სხვადასხვა ქალაქში ჩატარდება, მათ შორის სანკტ-პეტერბურგშიც, რომელიც მეოთხედფინალურ მატჩს უმასპინძლებს. 


close დახურვა